ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების რაოდენობა გაიზარდა. დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებულ 13 პაციენტს მკურნალობენ.
ექიმების თმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ინფექცია ყველასთან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
აჭარის რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგირი ვითარებას ადგილზე ეცნობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.
"ამ ეტაპისთვის, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 154 პაციენტი მკურნალობს. ჩვენ კლინიკურ ჯგუფთან ერთად, ამ პაციენტების მგდომარეობას გავეცანით. რეანიმაციულ პალატაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ დაკვირვებას გადის 12 პაციენტი, რომელიც საყურადღებოა. არც ერთი მათგანი აპარატდამოკიდებული არ არის. ყველა პაციენტის მკურნალობა გეგმიურად მიმდინარეობს, კლინიკია მობილიზებულია დამატებითი პაციენტების მიღებისთვის. აჭარის რეგიონში არსებული საწოლფონდიდან გამომდინარე, კლინიკების ნახევარ არის დაკავებული, აქედან გამომდინარე, საწოლფონდი მზად არის მიიღოს პაციენტების დამატებითი ნაკადი,"-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ბათუმში კორონავირუსი ორ ადვოკატსაც დაუდასტურდა რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.