29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელში კორონავირუსი გამოვლინდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, "კოვიდ-19" დაუდასტურდა. სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს. თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

თსუ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია.

საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს,"- ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

დღის ამბები