29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ალექსეი ნავალნი სასტუმროში მოწამლეს და არა აეროპორტში - განცხადებას მისი თანაგუნდელი აკეთებს

ალექსეი ნავალნი სასტუმროში მოწამლეს და არა აეროპორტში - ამ განცხადებას მისი თანაგუნდელები ავრცელებენ.

მათი თქმით, ქალაქ ტომსკში, ოპოზიციონერის სასტუმრო ოთახში ბოთლი იპოვნეს, სადაც ნერვული აგენტის კვალია აღმოჩენილი.

ოპოზიციონერის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ალექსეი ნავალნი სწორედ ამ ბოთლიდან წყლის დალევის შემდეგ მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნივთმტკიცება გერმანიაში ალექსეი ნავალნის ერთ-ერთმა გუნდის წევრმა უკვე წაიღო.

დღის ამბები