ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მარია კოლესნიკოვას "ეროვნული უსაფრთხოების ძირის გამოთხრისთვის" ბრალი წაუყენა. აღნიშნული ბრალდება მაქსიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
კოლესნიკოვა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პარალელურად შეიქმნა.
საბჭო მალევე გახდა სახელმწიფო გამოძიების ობიექტი. ამ დროის მონაცემებით, საბჭოს 7 წევრიდან 6 ან დაპატიმრებულია, ან იძულებით არის გაძევებული ქვეყნიდან. ჯერჯერობით ბელარუსში თავისუფალი რჩება საბჭოს მეშვიდე წევრი, ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი.