29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
უახლოეს დღებში მივიღებთ გადაწვეტილებას Wizz Air-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით - ნათია თურნავა

დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს დასკვნითი სხდომა იმართება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ღონისძიება მადრიდის ფარგლებს გარეთ, თბილისში ტარდება. ჩამოსული სტუმრები სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე, რა ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ტურიზმის სფერო "კოვიდ-19"-ის დარტყმას გადაურჩეს.

"ფორუმი ეძღვნება ინვესტიციებს ტურიზმის სფეროში და საქართველო ამ მხრივ არის მიმზიდველი და მზარდი ქვეყანა. ჩვენ პანდემიის დროსაც კი არ შევაჩერეთ ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო პროექტები. ათამდე ახალი სასტუმრო დაფინანსდა, იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები. პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ეხმარება ტურიზმს, როგორც არსებულს ოპერირებაში, ასევე ახალს. საინტერესოა ასევე რასაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აანონსებს, მათ შორის საქართველოშიც აამოქმედებს. ეს არის აგრო ტურიზმის მხარდაჭერა.

დეკემბერში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღებში ჩვენ მივიღებთ გადაწვეტილებას Wizz Air-ის რეგულარული ფრენების ფრთხილად და ეტაპობრივ აღდგენასთან დაკავშირებით," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

დღის ამბები