29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
სამეგრელოში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები სენაკსა და ფოთში დადასტურდა. ორივე ინფიცირებული ქალია.

ფოთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ბათუმია, სენაკელი 71 ქალის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ის თბილისში ცხოვრობს და პერიოდულად სენაკში ჩადის.

ორივე შემთხვევაში კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში "კოვიდ-19"-ით ინფიცირებული 62 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები