29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 36%, "ნაციონალური მოძრაობა"-15% - IRI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს

საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს. 

კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნები რომ ამ კვირა დღეს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 

IRI-მ ასევე დასვა შეკითხვა - იმ შემთხვევაში, თუ თქვენთის სასურველი პარტია საარჩევნო ბიულეტენში არ იქნებოდა, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად განადაწილდა:

"ქართული ოცნება" - 36 %; 

"ნაციონალური მოძრაობა" - 15 %; მ

"ევროპული საქართველო" - 4 %

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 4 %

"პატრიოტთა ალიანსი" - 3 %

"ლეიბორისტული პატრია" 3 %

"ლელო საქართველოსთვის" -2 %

"გირჩი"- 2 %

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო" - 1 %

კითხვაზე პასუხი არ იცის 23 %-მა.

საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

დღის ამბები