29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ქუთაისში "ქართული ოცნების" წევრები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.

ზაზა ლომინაძე და იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ქუთაისის ტრანსპორტის სფეროს თანამშრომლებს შეხვდნენ.

მათ საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევებსა და აღნიშნული სფეროს განვითარებაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, აუცილებელია, ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავს კომფორტულად გრძნობდეს საზოგადოება.

ამომრჩევლებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

დღის ამბები