29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
აჭარაში COVID-19-ის მზარდი შიდა გავრცელების გამო რეგულაციები მკაცრდება

ბათუმში ეპიდაფეთქებაა - აჭარის რეგიონში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის 74%-ია. რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი არ ამოქმედდება, თუმცა მზარდი შიდა გავრცელების გამო რეგულაციები მკაცრდება.

ბათუმში შესასვლელთან სპეციალური პუნქტი მოეწყობა, სადაც ოპერატიული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს.

ქალაქში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. ტესტირებას მხოლოდ ის ადამიანები დაექვემდებარებიან, ვისაც შემოწმების შემდეგ ტემპერატურა დაუდგინდება.

დილიდან, აჭარაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმყოფება. ისინი რეგიონში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კორონავირუსის გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

"ჩვენ დღეს მხოლოდ პრობლემებზე ვსაუბრობდით და ასევე, დავგეგმეთ, კონკრეტულად დასახელებული პრობლემების გამოსავლები. პირველი იყო ის, რომ გაიზარდოს პაციენტების საწოლბრუნვა, რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტურად ავამუშაოთ ის მიმართულება, რომელიც სასტუმრობეში გვაქვს," - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 

გადაწყვეტილება, რომ ბათუმის შესასვლელში განთავსებულიყო სპეციალური საკონტროლო საგუშაგო, საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. 

დღის ამბები