29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
მოწმემ თქვა, რომ "მერსედესის" ყველა მგზავრი, ჩართული იყო ჩხუბში - გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, რომ გიგა ტატიაშილმა სასამართლოზე ისაუბრა დეტალებზე, და თქვა, რომ მერსედესის ყველა მგზავრი   დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა.

როგორც გუგუტიშვილმა აღნიშნა, ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ბრალდებულ ნიკა ჟვანიას ხელში ეჭირა ხელკეტი, რომელიც კონკრეტულ პირს მოუქნია.

"მოწმემ განმარტა ნიკა ჟვანიას მოქმედება, კერძოდ, რკინის ხელკეტთან დაკავშირებით – მისი მოქნევა კონკრეტული პირის მიმართულებით, რომელიც შემდეგ თბილისისკენ გაიქცა. მოწმემ მოახდინა აღნიშნულის იდენტიფიცირება.

მოწმემ თქვა, რომ მისი ყველა მგზავრი, მის ავტომობილში მყოფი პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით, მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა შეწყვიტეს ჩხუბი და ჩასხდნენ ავრტომობილში, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

დღის ამბები