29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, რაგბის კავშირში მომხდარი სროლის მიზეზი კავშირისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გახდა

ვაკის პოლიციაში, ამ წუთებში მერაბ ბესელიას დაკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ მან გაისროლა, სპორტსმენ რამაზ ხარაზიშვილის მისამართით.

"კურიერმა" მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია. სავარაუდოდ, ჩხუბის მიზეზი რაგბის კავშირისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გახდა.

საკითხზე პრეტენზხია 31 კლუბს ჰქონდა, რომლებმაც საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. შეხვედრას დღეს ჯგუფის სამი წევრი ესწრებოდა. გასროლას კი წინ მწვავე კამათი უძღოდა.

"ის მმართველობა, რაც ბოლო 8 წელია აქ არის, ჩვენთვის არის მიუღებელი. რაგბის კავშირი კრიზისშია შეყვანილი, თანხები ცუდად არის განაწილებული და ისეთ მიმართულებებზეა თანხები დახარჯული, რაზეც არ ღირდა. აუდიტის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 1 მილიონ 700 ათასიანი ხელშეკრულება შეცვალეს და 800 ათას დოლარიან ხელშეკრულებად გადააკეთს, ეს პრობლემები არის,"-ამბობობს რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო საკანდელიძე.

"კონკრეტულად, მერაბ ბესელიასთან არავის ჰქონდა კონფილქტი. აქ იყო ჯგუფზე საუბარი და გამჭვირვალეობაზე, როგორც ფინანსურ საკითებზე, ასევე სპორტულზე აუდიტი იყო შემოსული და მიმდინარეობს გამოძიება, "-უთხრა "კურიერს" რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრმა დავით ცხვედიანმა.

რაგბის კავშირში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას უმრავლესობის წევრი ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა დაგანაცხადა, რომ  მომხდარის დეტალები გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

"მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, შესაბამისი ორგანოები იძიებენ დეტალებს და მე ამ ეტაპზე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რამაზის მდგომარეობა სტაბილურია.  დიდი დრო არ არის რაც რაგბის კავშირში ვარ და შიდა სამზარეულო არ ვიცი, ამიტომ დაველოდოთ დეტალების გარკვევას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა რაგბის კავშირში მუშაობა უკვე დაასრულეს. პოლიციას საქმეზე ამ დრომდე დაკავებული არავინ ყავს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

დღის ამბები