29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა. სოფელ ჭიკაანის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობას და ფასის ზრდას სთხოვს.

მევენახეები ამბობენ, რომ 1 კგ საფერავი  ჯიშის ყურძენში შეთავაზებული 1.50  ლარი  მიზერულია და მისი ღირებულება 2.50 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ფერმერები ასევე ამბობენ, რომ ყველა ქარხანაში ვერ ახერხებენ ჩაბარებას, რის გამოც რიგში დგომა უწევთ და ყურძნის ხარისხი იკლებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეასრულობ მათი მოთხოვნები, სხვა შემთხვევაში აქციების გამართვას აანონსებენ.

მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ფასის დარეგულირება კომპანიასა და ფერმერს შორის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

რაც შეეხება ქარხნებს, როსტომ სესიაშვილი განმარტავს, რომ ყველა ქარხანაში  აქტიურად მიმდინარეობს ყურძნის მიღება. 

დღის ამბები