29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
"არ კმარა მარტო ქვეყნის შიგნით გატარებული ღონისძიებები, იგივე არის კურსის დასტაბილურებისთვის" - ვახტანგ ჭარაია

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა მხოლოდ საქართვლოში არსებულ ვითარებაზე არ არის დამოკიდებული. ჭარაია ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ცვლილება მსოფლიოში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ გამოიწვია. 

ექსპერტის მოსაზრებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ეროვნულ ვალუტაზე ნეგატიურად აისახება, ტურისტების არმიღება, თუმცა, ჭარაიას თქმით, არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლითაც მეტ-ნაკლებად ეს საკითხი ბალანსდება - თუნდაც, ფულადი გზავნილებით, ქართული პროდუქციის წარმოების ექსპორტით და ა.შ.

"ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არ კმარა მარტო ქვეყნის შიგნით გატარებული ღონისძიებები, იგივე არის კურსის დასტაბილურებისთვის თუმდაც. თუ ჩვენს სამეზობლოში, თუ ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ვიზიტორებს ვიღებდით და ტურისტულ შემოსავლებს, თუ ყველა ერთად მეტ-ნაკლებად არ დაუბრუნდა ძველ სიმძლავრეებს, მარტო საქართველო შიგნიდან, რაც უნდა წესრიგში იყოს ქვეყანაში პანდემიის თვალსაზრისით, მარტო ვერ შეძლებს ვერც ლარის კურსის გამყარებას და ვერც სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები