29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
პროკურატურამ გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ქალაქ გორში შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თ.თ.-ს ბრალი წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, გორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ.თ.-მ გ.ბ-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თ.თ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თ.თ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები