რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაჭრილია "შვიდკაცას" კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. მას დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ხარაზიშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი რაგბის კავშრის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია, ამ დრომდე, დაკავებული არ არის.