29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ოკუპანტები სოფელ ნიქოზის მინდვრებში მავთულხლართებს ავლებენ

საოკუპაციო ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მინდვრებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. ისინი სპეცტექნიკის გამოყენებით მავთულხლართებს წინასწარ მომზადებულ ბოძებზე ავლებენ. 

ე.წ საზღვრის დემარაკაციის სამუშაოებს ოკუპანტები ბოლო 10 დღეა ინტენსიურად ეწევიან. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე ჩნდებიან. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცში სათვალთვალო კოშკურა, სოფელ ხურვალეთში რკინის ბოძები, ხოლო სოფელ ნიქოზში დამატებითი მავთულხლართები დაამონტაჟეს.

დღის ამბები