29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ე.წ. საბერიოს კლასტერის 6 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ე.წ. საბერიოს კლასტერის 6 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ დღის განმავლობაში გადმოიყვანენ.

რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს, რომლის ინფიცირების წყარო ბათუმია, მისი 7-ვე კონტაქტი მოძიებულია და ისინი კარანტინში გადაიყვანეს. ინფიცირებული სამართალდამცველის კონტაქტებს ვირუსზე PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კვლევის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

დღის ამბები