29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
"ალეკო გისმენთ" - ალეკო ელისაშვილის საარჩევნო ბანერზე მისი ტელეფონის ნომერია მითითებული

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო ბანერზე მისი ტელეფონის ნომერია მითითებული.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭებას აგვიანებს, შესაბამისად მან გადაწყვიტა, რომ ბანერზე მის ტელეფონის ნომერი იყოს მითითებული.

"გვინდა ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე ლაპარაკისთვის და არა რაღაც ყალბი სახეებით, სტუდიებში რომ გადაიღებენ ხოლმე. დამირეკეთ ამ ნომერზე, საბურთალოს პრობლემებზე, ამ ბანერით იმის თქმა მინდა, რომ არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ თავს არ დავზოგავ, ალეკო გისმენთ,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები