29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იხსნება

სასტუმრო "ბილტმორში" დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იხსნება. ორდღიან შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი რანგის დელეგატები იღებენ მონაწილეობას. განხილვის მთავარი თემა პანდემიის ფონზე ტურიზმის ინდუსტრიის მომავალია. სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხსნის.

დღევანდელი შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რიგით 112- ე სხდომაა. დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, მაროკოს, რუმინეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილია. შეხვედრა უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.

დღის ამბები