29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
თავშესაფრები ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ზომებს - ომბუდსმენი ბათუმის მოხუცთა პანსიონატში კორონავირუსის გავრცელებაზე

ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში გამოვლენილ შემთხვევებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა . ნინო ლომჯარია მომხდარს საგანგაშოს უწოდებს და მთავრობას მსგავსი სახის დაწესებულებებში რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

"ძალიან საგანგაშო იყო ხანდაზმულთა პანსიონში 5 პირის დაინფიცირების შემთხვევა. სამწუხაროდ პანსიონები და თავშესაფრები ვერ აკმაყოფილებენ, უსაფრთხოების იმ ზომებს რაც საჭიროა რომ დღეს გატარდეს, მითუმეტეს რომ დაინფიცირების რაოდებობა იზრდება, ამიტომ მე მოვუწოდებ მთავრობას, შესაბამის სააგენტოებს და თვითმმართველობებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

პანსიონატში გუშინ ვირუსი 5 ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ისინი ქუთაისში მკურნალობენ. პანსიონატში მყოფი 200-მდე ადამიანის პირველადი ტესტის პასუხები ლუგარიდან უარყოფითია. მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა.

დღის ამბები