ისტორიული შეთანხმება თეთრ სახლში - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
დოკუმენტის ხელმოწერა თეთრ სახლში შედგა, მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. შეთანხმებას მხარეებმა ისტორიული უწოდეს. ისრაელი აქამდე არაბული სახელმწიფოებიდან მხოლოდ ეგვიპტესა და იორდანიას ჰქონდათ აღიარებული.
ხელშეკრულების ხელმოწერა გააკრიტიკა პალესტინამ. მათი განცხადებით, პალესტინის არაღიარებამდე რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოფილი ვერ იქნება.