29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
52 ახალი შემთხვევა - ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 172 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 52-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 726-ია, მათგან 192 გამოჯანმრთელდა, 7 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამ დროისთვის 66 პაციენტია, 63 მათგანს კორონავირუსი დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  3 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, საშუალო სიმძიმისაა 17.

დღის ამბები