29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
გამოხმაურება ევროდეპუტატების გზავნილებზე -  კრიტიკის არეალში მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციაც მოხვდა

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაკეთებული განცხადებები მათი ქართველი კოლეგებისთვის სიგნალია, რომ ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ მშვიდ და სამართლიან გარემოში უნდა ჩაატაროს. ოპოზიციისთვის გზავნილები ევროპიდან საგანგაშოა. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მარათონი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ტესტი იქნება.

ევროპის მაღალი ტრიბუნიდან ქართულ არჩევნებსა და საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას ევროდეპუტატების კრიტიკის არეალში მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციაც მოხვდა. დეპუტატ ნაჩო სანჩეს ამორი წუხს, რომ დაპირების მიუხედავად, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელსაც წინ ელჩების ჩართულობით მრავალთვიანი პოლიტიკური დიალოგი უძღოდა.

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დასავლელ კოლეგას დღეს ვერ გაუგო, მეორე ნაწილმა კი მას შეახსენა, რომ მათი პოლიტიკური ნაბიჯის მიზეზი გიორგი რურუა იყო, რომელსაც დღემდე პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

ევროდეპუტატების კრიტიკას მმართველობის ფორმასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით უცვლელი შეფასებები მოჰყვა სახელისუფლებო პარტიაში. "ქართული ოცნების" ლიდერები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებული კრიტიკა ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების სუბიექტური აღქმაა და არ ასახავს საერთაშორისო საზოგადოების საერთო განწყობას.

დღის ამბები