29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
რა გახდა 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი - ოჯახი კლინიკა "ჯერარსს" ადანაშაულებს

თარაშ კანდელაკი, რომელიც 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის არის დაკავებული, მესამე თვეა, დუმილის უფლებას იყენებს. 

დაკავებულის ადვოკატის თქმით, გამოკითხული მოწმეები მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირებაში გამშველებლად იხსენიებდნენ, რაც ბრალდებულს გაამართლებს. 

მოწმეთა ჩვენებებისა და სათვალთვალო კამერის ჩანაწერებზე დაყრდნობით პროკურატურა პროცესზე საპირისპიროს ამტკიცებდა და მსოფლიო ჩემპიონის შვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურის მსგავსად პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა თავად თარაშ კანდელაკმაც

ერეკლე თედლიაშვილი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი 9 ივნისს მიყენებული დაზიანებები არ ყოფილა და პრეტენზიები ახლა არა ბრალდებულის, არამედ "ჯერარსის" კლინიკის მედპერსონალის მიმართ აქვს.

ორ მხარეს შორის დაპირისპირება 9 ივნისს, გორში, გიორგი კანდელაკის რესტორან "ჟოზეფთან"მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს 20- მდე ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირისპირდა, თუმცა საქმეს, თარაშ კანდელაკის გარდა, სხვა ბრალდებული არ ჰყავს. 

დღის ამბები