რუსული ოკუპაცია და უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ყოველდღიურად უფრო მწვავე ფორმაც იღებს. ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფელ ატოცსა და გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ერთდროულად გამოჩნდნენ და სამუშაოების წარმოება დაიწყეს. მოქმედებები უკვე რამდენიმე დღეა, იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომელსაც ქართული მხარე წლებია ვეღარ აკონტროლებს.
ოკუპანტები გამოჩნდნენ ხურვალეთშიც. უკვე რამდენიმე დღეა ე.წ. მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ახალ ნიშნულებს აკეთებენ.
იმ წერტილებში, სადაც ოკუპანტებმა უკანონო სამუშაოები განაახლეს დღეს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი გამოჩენილა, თუმცა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჯგუფები სწავლობენ.
საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართების პოლიტიკას, ოფიციალური თბილისი კი, რუსული აგრესიის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას განაგრძობს.
უკანონო ბორდერიზაციის პროცესის პარალელურად, უკვე 2 თვეზე მეტია, ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება.