29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი და კლინიკების გადატვირთვის საფრთხე - ექიმები მსუბუქი შემთხვევის სახლში მკურნალობაზე საუბრობენ

170 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 124 აჭარას უკავშირდება. ბათუმის გარდა წითელი წერტილებია: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა და ცაგერი.
სექტემბრის კორონავირუსის თავისებურება ამ ეტაპზე ასეთია: უმეტესი შემთხვევები შედარებით მსუბუქი სიმპტომებით, ან საერთოდ უსიმპტომოა.

სპეციალისტების შეფასებით, ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან ინფექციის მართვა შედარებით ადვილია, თუმცა გავრცელების რისკი უფრო იზრდება.

კლასტერების დევნა და პირველწყაროს დადგენა, ფაქტობრივად, აზრს კარგავს. კვლავ არის მოლოდინი, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტები კიდევ უფრო მოიმატებს.

ექიმები მსუბუქი შემთხვევის სახლში მკურნალობაზე ალაპარაკდნენ.

დღის ამბები