29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ენმ-ის პოლიტიკური ბლოკი - 5 ნომერი წლევანდელ არჩევნებზე 5 პარტიით წარდგება

ერთს პლუს ოთხი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს 4 პარტია ჩაიბა. 5 ნომერი წლევანდელ არჩევნებზე 5 პარტიით წარდგება. ბლოკს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" ერქმევა. მათ შორის არიან "რესპუბლიკელებიც," რომლებიც ისევ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდნენ.

ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის პარტიას, წარსული პოლიტიკური ალიანსებიც მრავალფეროვანი აქვს, ბოლო გადაწყვეტილებას "რესპუბლიკური" პარტია, პრინციპებით ხსნის. თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსით პარლამენტში შესული "რესპუბლიკური" პარტია, მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოში "ქართულ ოცნების" საარჩევნო ბლოკით მოხვდა. ამჯერად დეპუტატების მანდატისთვის ფსონი ისევ ყოფილ პრეზიდენტზე იდება. მიხეილ სააკაშვილის "რესპუბლიკელების" პრემიერობის კანდიდატიც გახდა.

"რესპუბლიკელებს" საარჩევნო კამპანიის ჩატარება არა მხოლოდ სააკაშვილის დედასთან ერთად მოუწევთ. მათ გვერდით იდგებიან ასევე კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი.

დღის ამბები