29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
როცა გვინდა ევროპულ დიდ ოჯახში შესვლა, ის თამაშის წესები, რაც არის დასავლურ პოლიტიკაში უნდა დაიცვას ხელისუფლებამ - ზვიად ძიძიგური

როგორ უნდა იქნეს აღქმული ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოს მიმართ, იყო ეს კრიტიკა, გაფრთხილება თუ რეკომენდაცია, ამის შესახებ  "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ზვიად ძიძიგურის თქმით, იქნება ეს კრიტიკა თუ რეკომენდაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორების მხრიდან წამოსული გზავნილები საყურადღებოა და მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკური განვითარებისთვის:

"რეკომენდაციას დავარქმევთ, კრიტიკას თუ გაფრთხილებას, ჩვენ როცა გვინდა ევროპულ დიდ ოჯახში შესვლა, ის თამაშის წესები, რაც არის დასავლურ პოლიტიკაში მიღებული, უნდა დაიცვას ხელისუფლებამ. ამისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები და ამაში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერი არაა. ზოგი ღიზიანდება, რომ რა ევროპელების საქმეა, რა ამერიკელების საქმეა, როგორ მიდის ქვეყანაში ვითარება?! არის, როცა ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენს სტრუქტურებში გვინდა გაწევრიანება, ისინი გვეუბნებიან, რომ თუ გინდათ გაწევრიანება, ის თამაშის წესები დაიცავით, რაც  არის დასავლურ ქვეყნებში, ამიტომ მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ამ არჩევნებზე გამადიდებელი შუშით აკვირდება ყველა, კეთილის მოსურნეც და მტერიც, როგორ ჩატარდება. 

2020 წლის არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს არჩევნები თვისობრივად პირველია მე მგონი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელმაც შეიძლება კოალიციური მთავრობის შექმნამდე მიგვიყვანოს და უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და ბუნებრივია მაღალი ინტერესია ჩვენი დასავლელი კოლეგების მხრიდან,"- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. განცხადებები ამ თემაზე ბრიუსელში, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას გაკეთდა.

დღის ამბები