29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
"მარიხუანის ნაცვლად უნდა შევთავაზოთ სპორტი და დავარიგოთ სპორტული ვაუჩერები"- ზვიად ძიძიგური

საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მისი პარტიის საარჩევნო კამპანია იქნება მიმართული კონკრეტული პრობლემების და არა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა ნარკოდამოკიდებულებაა, რისი დაძლევაც ალტერნატივის შეთავაზებით შეიძლება.

"ჩვენ ვატარებთ საარჩევნო კამპანიას პრობლემების და არა რომელიმე პარტიის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიულ კინკლაობებში არ უნდა ჩავერთოთ. მაგალითად, ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა, რომელიც არის მთავარი პრობლემა ქვეყანაში, მიგვაჩნია, რომ მას უნდა შევებრძოლოთ.

ხელისუფლებამაც უნდა ჩაატაროს ამასთან დაკავშირებით სოციალური კამპანია - სიგარეტი თუ კლავს და იწვევს მუცლადმყოფი ბავშვის დაზიანებას, მარიხუანა რას შვრება და როგორ აზიანებს?!

კონსერვატორებს გვაქვს ჩვენი გეგმა, ეს გეგმა გამოიხატება იმაში, რომ ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას. ასეთი პრაქტიკა იყო ევროპის ქვეყნებში, სადაც დაარიგეს სპორტის ვაუჩერები. ჩვენი ინიციატივა არის სწორედ ის, რომ შევთავაზოთ სპორტი, დავარიგოთ სპორტული ვაუჩერები, რომელიც მიზერულ თანხას მოითხოვს და მოაქვს დიდი შედეგი,"-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები