29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
"ვგეგმავთ, რომ პირველ ოქტომბერს განვაახლოთ ბაღებში სააღმზრდელო სასწავლო პროცესი" - კახა გვანცელაძე

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან აღდეგბა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვისაც შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელთა დაცვა აუცილებელია.

სასწავლო პროცესის აღდგენამდე აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესს დაესწრო სააგენტოს ხელმძღვანელი.

"ჩვენ ვიგეგმებით, რომ პირველ ოქტომბერს, განვაახლოთ სააღმზრდელო სასწავლო პროცესი. ბაღებში უსაფრთხოების კუთხით ყველანაირი ზომა მიღებულია. საკვები პროდუქტები, წინა წესის მიხედვით, ორ კვირაში ერთხელ დარიგდება. ბაღების მომზადება ბაღების ადმინისტრაციისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ხდება.

ამასთან, კონტროლი ხორციელდება შრომის ინსპექციის მიერ. პირველ ოქტომბრამდე ყველა ბაღში უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი იქნება," - აცხადებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე.

დღის ამბები