29 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ბრალდებულებმა დღეს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები - ვასილ მახარაძე, გიგა ტატიაშვილი და ნიკოლოზ რევაზიშვილი, ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმყოფებიან.

ამ ეტაპზე, უცნობია, მოახერხებენ თუ არა ისინი ჩვენების მიცემას.

დღეს ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს.

სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ ადვოკატები, თუმცა უცნობია, რა ხდება სასამართლო პროცესზე, რადგან სხდომა დახურულია.

ვასილ მახარაძის და გიგა ტატიაშვილის ადვოკატები ადასტურებენ, რომ დღეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ჩვენების მიცემას აპირებენ.

ლ.შ-ს და გიორგი მერაბიშვილის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მათ კითხვები აქვთ ტატიაშვილთან, მახარაძესთან და რევაზიშვილთან, თუ როგორ და რა ვითარებაში ჩავიდნენ ნარაკვევში.

მიუხედავად იმისა, რომ მოწმეების მხრიდან გამოკითხვის მზაობა ჩანს, არ არის გამორიცხული, პროცესი გადაიდოს, რადგან ბრალდებულებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, საიდანაც 6 არასრულწლოვანია.

დღის ამბები