29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
სირიაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა

სირიაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

შემთხვევა ქალაქ აფრინში მოხდა. თურქეთისგან მხარდაჭერილი ძალების მიერ კონტროლირებულ ქალაქში, მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული.

თავდასხმაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები