დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ირანი ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავდასხმას განახორციელებს, ვაშინგტონი მას 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს განცხადება, ამერიკულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.
გამოცემა "პოლიტიკო" შტატების უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, ირანის მთავრობა აფრიკაში შტატების ელჩის მკვლელობის მცდელობის საკითხს განიხილავდა.
ირანელი გენერალი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ყუდსის ძალების მეთაური ყასემ სოლეიმანი მიმდინარე წლის დასაწყისში ერაყში, შეერთებული შტატების იერიშის შედეგად გარდაიცვალა.