29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ოჯახური ძალადობა, ამჯერად საქართველოს ფარგლებს გარეთ - მკვლელიც და მოკლულიც საქართველოს მოქალაქეები არიან

ოჯახური ძალადობა, ამჯერად,საქართველოს ფარგლებს გარეთ - მკვლელიც და მოკლულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. 32 წლის ქალმა ქმრისგან გაქცევა ვერ მოასწრო. როგორც აღმოჩნდა, სისტემატიური ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ არაერთმა ადამიანმა იცოდა. ბოლო დღეებში კი შეშინებული თამთა ჯანჯღავა მოსალოდნელი საფრთხის გამო, სტამბულში, საკუთარ ოთახშიც კი იყო ჩაკეტილი. თუმცა ამან ვერ გადაარჩინა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, ცხედარს ცემის კვალიც აღენიშნება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, წარსულში თამთა ჯანჯღავაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე განცხადება პოლიციაშიც შეიტანეს. თუმცა ქმარმა, ირაკლი შურღაიამ ქვეყნის დატოვება მაინც მოახერხა. ახლა კი განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნება.

დღის ამბები