29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
საერთაშორისო ზეწოლა თუ საკუთარი ნება - ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ეთიკის ნორმებს დათანხმდა

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ეთიკის ნორმებს დათანხმდა. რამდენიმედღიანი წინააღმდეგობის შემდეგ, ქცევის კოდექსზე ხელი უკვე 20-მდე პოლიტიკურ პარტიას აქვს მოწერილი. ეს არის ოთხ გვერდზე გაწერილი წინასაარჩევნო წესები, რომლითაც იკრძალება: ძალადობა, მუქარა, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება.

20-მდე პარტიამ ხელი მოაწერა წინასაარჩევნოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ ქცევის კოდექსს და ხელმოწერით გამოხატა მზაობა დაიცვას ის წესები, რაც დოკუმენტშია გაწერილი. ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანიის დემოკრატიული პრინციპებით წარმართვაზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" გარეშე აიღო. 

დღის ამბები