29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
როდის გაიხსნება კერძო საბავშვო ბაღები - ნათია მეზვრიშვილის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს

როდის გაიხსნება კერძო საბავშვო ბაღები - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი "დღის კურიერში" განმარტავს, რომ საკითხზე უწყებათაშორის საბჭოში მსჯელობა მიმდინარეობს.

"ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში. ახლა მე კონკრეტული პასუხის თქმა გამიჭირდება, თუმცა ბიზნესის დასახმარებლად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე - ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდა - მეწარმეთა დახმარების პროგრამები და სახელწიფო პროგრამები, რომელიც განხორცილდა და დღესაც ეტაპობრივად გრძელდება. ამიტომ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მსჯელობა ამაზე მიმდინარეობს და ბუნებრივია, როგორც კი კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება, ამაზე მივაწვდით შესაბამის პირებს ინფორმაციას," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

გარდა ამისა, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებებში, იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის გამო რისკები შეიქმნა, დისტანციური სწავლება დაწესდა, მეზვრიშვილის განმარტებით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

"როგორც მოგეხსენებათ, სწავლის პროცესი არ გაჩერებულა. არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ, რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ბათუმში, სადაც სკოლებში მოხდა ვირუსის გავრცელება, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადავიდნენ ეს სასწავლო დაწესებულებები, პირველ ოქტომბრამდე. ამიტომ, გვესმის, რომ ეს დისკომფორტთან არის დაკავშირებული, თუმცა სასწავლო პროცესი მთლიანად არ გაჩერებულა. ​დისტანციურზე გადავიდა იქ, სადაც რისკები შეიქმნა.

გვესმის, რომ ეს მშობლებისთვის გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა მეორე მხარეს სასწორზე დგას ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ამიტომ, მთავრობის მხრიდან სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდებოდა," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები