29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"არჩევნებს ამ მომენტისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება" - არჩილ თალაკვაძე 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს და არა ცესკოში დარეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს.

ამ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები შეეხოს.

"აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი კანდიდატები და პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, არავითარი შეზღუდვა და შეფერხებები ამ პროცესში არ არსებობს და არჩევნებს ამ მომენტისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც ხელისუფლება, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს, არჩევნები ჩატარდება მშვიდ, უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

დღის ამბები