29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბრალდებულების ადვოკატები მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა. 

ბელდების მხარე კი, დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. 

დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დღის ამბები