29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
შემთხვევით არ გვითქვამს ის ობიექტური მონაცემები, რომ მხარდაჭერა "ქართული ოცნებისადმი" არის 60%-ის ფარგლებში - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების დამოკიდებულებას "ქართული ოცნების" გუნდისადმი ნათლად გრძნობს. 

"ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ დამოკიდებულებას "ქართული ოცნების" გუნდისადმი , "ქართული ოცნების" გატარებული რეფორმისადმი, ძალიან კარგად ვგრძნობთ ამას შეხვედრებზე, კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის დროს, შესაბამისად, ჩვენთვის, ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობა - ეს არის ყოველდღიურობა და ჩვენ ის გამოწვევების საკითხები, რომლებიც არის მოსაგვარებელი, ძალიან კარგად ვიცით და ჩვენ გვაქვს ის სალაპარაკო და სათქმელი ჩვენს საზოგადოებასთან, რაც ჩვენ მათი მხარდაჭერით შევძელით მთელი ეს პერიოდი.

შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით განწყობა და დამოკიდებულება, თუ როგორი მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებას "ქართული ოცნების" გუნდისადმი და ამის ბოლო ერთ-ერთი მაგალითი იყო სწორედ პანდემიასთან ბრძოლის დროს, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით როგორ 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა "ქართული ოცნების" გუნდი, ყველა შტო იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის აგვეცილებინა ეს დიდი გამოწვევა, რაც არის პანდემია," – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"დღის კურიერის" ეთერში წამყვანის კითხვას, კმაყოფილია თუ არა საზოგადოება პანდემიის პირობებში "ქართული ოცნების" გუნდის მუშაობით, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ საზოგადოებისგან იგრძნობა მხარდაჭერა და საზოგადოება თავს დაცულად გრძნობს. ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კვლევის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ხალხი მიიღებს.

" შემთხვევით არ გვითქვამს ის ობიექტური მონაცემები, რასაც ვამბობთ, რომ მხარდაჭერა "ქართული ოცნების" გუნდისადმი ეს არის 60%-ის ფარგლებში ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ეს არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განწყობები, დამოკიდებულება და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ. ყოველგვარ კვლევას რომ თავი დავანებოთ, ეს არის დამოკიდებულება საზოგადოების, თუ რამდენად დაცულად გრძნობს თავს ჩვენი საზოგადოება "ქართული ოცნების" მმართველობის დროს. მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება თავს გრძნობს დაცულად, მაშინ, როდესაც ქვეყანა მაქსიმალურად იმართება იმ მიმართულებით, რომ არ დავუშვათ არანაირი ომი და ჩვენთვის სტაბილური განვითარება და მშვიდობიანი განვითარება არის პრიორიტეტი, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად აფასებს.

შესაბამისად, რაც არ უნდა კვლევა ჩატარდეს, რა თქმა უნდა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ხალხი და ჩვენ გვაქვს რწმენა და ჩვენ ამას ყოველდღიურობაში ვხედავთ, თუ როგორი დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს ჩვენი საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ის გამოწვევები და საკითხები, რომლებიც საჭიროებენ გადაჭრას, ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები და ყველაფერი არის იდეალურად. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები