29 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
სუფრის შედარება მოსყიდვასთან, არასერიოზულია - სერგი კაპანაძე "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ 600-კაციან სუფრაზე

სერგი კაპანაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ 600-კაციან სუფრასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ არასერიოზულია, თუ აღნიშნულ სუფრას მოსყიდვად მიიჩნევენ.

"ეს მოსყიდვა არ იყო... ყველაფერი შეგიძლია უწოდო. სრულიად სხვა რაღაცაა, ეს იყო აქტივისტების და პარტიის წევრების მიერ თვითორგანიზებული სუფრა. მანდ მოსყიდვა არაფერ შუაში არ არის. მოსყიდვა არის, როდესაც ფულს ურიგებ ადამიანებს, რათა შენ მოგცენ ხმა. მოსყიდვა არის, როდესაც სადღაც მიგყავს და რაღაცას აჩვენებ, რათა მათ მოგცენ ხმა. მოსყიდვა არის, როდესაც ვალებს ჩამოუწერ. ეგეთი ტიპის მოსყიდვის შედარება რაღაც სუფრასთან, უბრალოდ არასერიოზულია," - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები