29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
კვლევაში მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე - გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე

რა შანსები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს 31 ოქტომბრის არჩევნებზე - დღეს NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების ნაწილი ამ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, ნაწილისთვის კი არის პასუხი იმ საქმიანობაზე, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკვე რვა წელია ეწევა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება საზოგადოების დაკვეთაა. 

"ამ კვლევაში მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე. საზოგადოება, ფაქტია, რომ ცვლილებებს ითხოვს და ჩვენ სწორედ მათი მოლოდინის გამართლებას ვაპირებთ," - ამის შესახებ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კი, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, რევოლუციას აანონსებს. 

"წინასწარ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ გარანტირებულად წააგებს  ბიძინა და "ქართული ოცნება" არჩევნებს, ხოლო თუ ეცდებიან გამარჯვება გაიფორმონ, მიიღებენ მინსკზე უარეს რევოლუციას. 

NDI-ის გამოკითხვები ტელეფონით ჩაუტარებია, სატელეფონო სინდრომი კი, ჩვენში მოსმენებთან და სპეცსამსახურებთან არის ასოცირებული. ამიტომ, დიდმა უმრავლესობამ შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, 60%-მდე ციფრი "ქართული ოცნებისთვის" კატასტროფაა. 

"60%-მდე ციფრი "ქართული ოცნებისთვის" - ეს არის კატასტროფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში ხელისუფლების ხმის მიმცემი ადამიანი არ არის. თუ ოპოზიციური პარტიების დასახელებაზე ხალხი თავს იკავებს, ამას არ აკეთებს არცერთ შემთხვევაში მმართველ პარტიაზე,"- აღნიშნავს ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

დღის ამბები