29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება - ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

"დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ საბჭოზე. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მთავრობის პოლიტიკა კორონავირუსის ბრძოლაში თანმიმდევრული იყო. როგორც ვთქვით, მოიმატებდა შემთხვევების რაოდენობა და ეს ბუნებრივი იყო. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა შევგუებოდით, ვგულისხმობდით, რომ უნდა დაგვეცვა ყველა ელემენტარული წესი. ჩვენ ჯანდაცვის სისტემა ვირუსის შესაკავებლად უნდა მოგვემზადებინა, ეს კი შევძელით. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება," -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

დღის ამბები