29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
გამოკითხულთა 48%-ის აზრით საქართველოში დემოკრატიაა, 37%-სთვის არ არის - NDI

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე- რას ფიქრობენ მოქალაქეები, არის თუ არა, დემოკრატია საქართველოში - უარყოფითი პასუხი 37%-ს აქვს. 48% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. 14%-მა კი არ იცის. 

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.

დღის ამბები