29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
NDI: გამოკითხულთა 30%-ის აზრით ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა - 39%-მა უპასუხა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. 

20%-ის აზრით, მდგომაროება საერთოდ არ იცვლება.
32%-ს აწუხებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 8%-მა კი, ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. 

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.

დღის ამბები