29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
გამოკითხულთა 36%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას საპარლამნტო არჩევნებზე, 59%-ს კი არა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას - დადებითი პასუხი 36%-მა დააფიქსირა, უარყოფითი კი 59 %-მა.

კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 3%-მა.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.

დღის ამბები