29 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
165 შემთხვევიდან 108 აჭარაში გამოვლინდა, ბათუმი კვლავ არის ძირითადი საყურადღებო ადგილი - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 165 შემთხვევიდან, 108 აჭარის რეგიონში გამოვლინდა. მისი თქმით, აჭარაში გაძლიერებული მუშაობა მიმდინარეობს, რათა სწრაფად მოხდეს ინფექციის ლოკალიზება.

"165 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, აჭარიდან არის-109, თბილისიდან 17, სამეგრელო ზემო-სვანეთი 9, ქვემო ქართლი- გარდაბანი- 9, შიდა ქართლი, გორი-6, კახეთი-გურჯაანი -6, გურია- ოზურგეთი - 4, იმერეთი-4, მცხეთაში კი, 1 დადასტურებული შემთხვევაა.

აჭარაშია ყველაზე მეტი შემთხვევა, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს მუდმივად გაძლიერებული მუშაობა. ბათუმი კვლავ არის ძირითადი საყურადღებო ადგილი,"- განაცხადა მარინა ეზუგაბიამ.

დღის ამბები