29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა 2392 შეადგენს. ოფიციალური მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთით შეიცვალა და ამ ეტაპზე მათი რიცხვი 1370-ია.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5882 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. 

კორონავირუსით ქვეყანაში სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღის ამბები