29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ტესტი 150 პირს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 61 ინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში დღემდე "კოვიდ-19"-ის 656 ფაქტია დადასტურებული, მათგან 6 შემთხვევაში პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები