29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
თემქაზე, ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე, ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. ის მრავლობითი მოტეხილობითა და სისხლჩაქცევებით რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ინციდენტი ე.წ. არაშენდას შენობაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ლიფტმა, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის ბავშვიც იმყოფებოდა, ღია კარის მდგომარეობაში უკუსვლა დაიწყო. დაზიანებები ორმა მგზავრმა ლიფტიდან გადმოსვლის მცდელობის დროს მიიღო. ერთ-ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა.

მისი გადაყვანა კლინიკაში საჭირო არ გამხდარა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ლიფტი 2015 წელს შეკეთდა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ზიანდებოდა, რის გამოც მათ ადგილობრივ გამგეობას რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს. გამგეობაში კი ამტკიცებენ, რომ განაცხადი მათთან არ შესულა.

დღის ამბები