29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
კინოსტუდია ქართული ფილმის ეზოში "ლენო რექორდსის" ორგანიზებით სამდღიანი კონცერტების სერია დასასრულს უახლოვდება

კინოსტუდია ქართული ფილმის ეზოში "ლენო რექორდსის" ორგანიზებით სამდღიანი კონცერტების სერია დასასრულს უახლოვდება.

ღონისძიებათა სერია Leno Sessions ამჯერად უჩვეულო ფორმატით, გარე კონცერტების სახით წარსდგება მაყურებლის წინაშე.

ვიქენდის ბოლო დღეს, 13 სექტემბერს მოსულ სტუმრებს ანუშკა ჩხეიძე Holy Moly და LOUDspeakers დახვდებათ. 

leno sessions outdoors 11 სექტემბერს დაიწყო და დღეს ღამის 12 საათზე დასრულდება. კონცერტი კოვიდ-19ის რეგულაციების სრული დაცვით ტარდება, აქ მოსულ სტუმრებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, ღონისძიებაზე დასწრება კი მხოლოდ 200 ადამიანს შეუძლია, მაშინ როდესაც ეს სივრცე 2000-მდე ადამანს იტევს.

ავტორი: თეო ცუცქირიძე

დღის ამბები